Uploaded by Giorgi Munjishvili

გაფართოების სლოტები

advertisement
გაფართოების სლოტები
დედაპლატაზე ყველაზე მეტად თვალით შესამჩნევი არის გაფართოების სლოტები.
ეს არის პატარა პლასტიკის ნაწილები, რომლის სიგრძეა 3 ინჩი[1]დან (7.6 სმ) 11 იჩამდე (28
სმ), და სიგანე კი ინჩის ½ (1,27 სმ). როგორც მათი სახელი მიგვანიშნებს, ისინი
გამოიყენება კომპიუტერის შესაძლებლობების გასაფართოების თვალსაზრისით სხვადასხვა
მოწყობილობების დასამატებლად. ასეთი მოწყობილობები არიან : ვიდეო, ქსელის და
აუდიო კარტები და დისკების ინტერფეისის კარტები.
თქვენ თუ შეხედავთ კომპიუტერის დედაპლატას, თქვენ დაინახავთ სულ მცირე
ერთერთ, დღეს ყველაზე მეტად გამოყენებადი, გაფართოების სლოტის ტიპს, ესენი არიან:
PCI
AGP
PCIe
AMR
CNR
ეს გაფართოების სლოტების ტიპები გარეგნობით და ფუნქციონალურობით
განსხვავდებიან ერთი მეორესაგან.
ჩვენ ავხსნით, თუ როგორ გავარჩიოთ ვიზუალურად სხვადასხვა ტიპის გაფართოების
სლოტები ერთმანეთისგან.
PCI გაფართოების სლოტი
დღესდღეობით უმეტესს კომპიუტერებს
აქვს PCI გაფართოების სლოტი (Peripheral Component
Interconnect) ისინიც ადვილად ამოსაცნობია, ჩვეულებრივ არის თეთრი ფერის და მოკლე
3 ინჩის (7,6 სმ) სიგრძის. PCI
გაფართოების სლოტს თქვენ ნახავთ პენტიუმ კლასის პროცესორების ან უფრო მაღალი
კლასის მქონე კომპიუტერებში.
PCI გაფართოების სლოტი
AGP გაფართოების სლოტი
Accelerated Graphics Port
(AGP) ვიდეო კარტის გაფართოების სლოტი არის დღეს ძალიან პოპულარული . წარსულში,
თქვენ თუ გსურდათ მაღალი სისწრაფის მქონე ,
3D გრაფიკის მახარდამჭერი კარტის გამოყენება, უნდა გამოგეყენებინათ PCI ან ISA გაფართ
ოების სლოტი.
AGP სლოტი იყო წარმოებული სპეციალურად პირდაპირი კავშირისთვის ვიდეო სქემის და
კომპიუტერის მეხსიერების შორის. იგიც ადვილად ამოსაცნობია , იმიტომ რომ ჩველებრივ
არის ყავის ფერის და განთავსებულია PCI გაფართოების სლოტისაგან მარჯვნივ და
სიგრძით არის PCI გაფართოების სლოტზე მოკლე.
სურათი 1.6 AGP სლოტის მაგალითია PCI გაფართოების სლოტთან შესადარებლად
დააკვირდით მათ სიგრძეს.
AGP და PCI სლოტები
PCIe გაფართოების სლოტი
დედაპლატის უახლესი გაფართოების სლოტის ტიპია PCIe ( PCI Express)
იგი არის წარმოებული PCI და AGP სლოტის შესანაცვლებლად. ის უფრო სწრაფია
ვიდრე AGP და PCI გაფართოების სლოტივით მოქნილია.
დედაპლატები PCIe გაფართოების სლოტებთან ერთად შეიცავენ PCI გაფართების
სლოტებსაც, PCI ტიპის კარტების მხარდასაჭერად.
PCIe გაფართოების სლოტს აქვს სიჩქარეს 7 დონე, ესენი არის 1X, 2X, 4X, 8X, 12X, 16X
და 32X, ასეთი დაყოფა შეესაბამება AGP სიჩქარეებს. PCIe გაფართოების სლოტი ძნელად
ამოსაცნობია, იმიტომ რომ მისი სიგრძე არის დამოკიდებული მის სიჩქარეზე. მაგალითად,
1X სლოტი გაცილებით მოკლეა ( 1 ინჩზე(2,54 სმ) ნაკლები). სლოტი გრძელია მისი
სიჩქარესთან შეფარდებით, რაც უფრო გრძელია PCIe გაფართოების სლოტი, მით უფრო
სწრაფია.
თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ მოკლე კარტა, გრძელ გაფართოების სლოტში (მაღალი
სისწრაფის) მაგალითად ჩადოთ 8X სისწრაფეს მქონე კარტა 16X გაფართოების სლოტში. 8X
კარტა არ შეავსებს სლოტს, მაგრამ იმუშავებს , მხოლოდ საპირისპიროდ, ანუ გრძელი
კარტა, მოკლე სლოტში შეუძლებელია.
AMR გაფართოების სლოტი
კომპანია ინტელი და სხვა კომპიტერის კომპონენტების მწარმოებლები
პროდუქციის გაუმჯობესების მუდმივი ძიების პროცესში არიან. ხანგრძლივი პროცესი,
რომელიც ხშირად ანელებდა ინტეგრირებული ანალოგური შემავალიგამომავალი ფუნქციების დედაპლატების წარმოებას , იყო FCC [2] სერტიფიკაცია.
მწარმოებლებმა მოძებნეს გზა, თუ როგორ გაყონ ანალოგური სქემა, მაგალითად მოდემი
და ანალოგური აუდიო საკუთარ კარტებში. მათ მიეცათ საშუალება ანალოგური სქემები იყოს
სერტიფიცირებული ცალცალკე (ანუ ეს ყოფილ იყო საკუთარი გაფართოების სლოტი) , რამაც
შეამცირა FCC სერტიფიკაციისთვის საჭირო დრო.
ეს სლოტი და ამაღლებული კარტის ტექნოლოგია გახდა ცნობილი როგორც AMR
(Audio Modem Raiser).
AMR 46 პინიანი სლოტია, რომელიც ერთდროულად იყო წარმოებული ბევრ ინტელის
დედაპლატებზე, მაგრამ CNR და ACR ტექნოლოგიებმა შეავიწროვეს მისი წარმოება. FCC
კონცერნის გადაწყვეტილების მიუხედავად , ინტეგრირებული კომპონენტები ისევ
გამოჩნდნენ და იყვნენ წარმატებული.
AMR გაფართოების სლოტი
CNR გაფართოების სლოტი
CNR გაფართოების სლოტი (Communications and Networking Riser (CNR) შეიძლება
ინახოს ზოგ ინტელის დედაპლატებზე, იგი წარმოებული იყო AMR სლოტის
შესანაცვლებლად . 60 პინიანი სლოტმა მისცა საშუალება დედაპლატის მწარმოებლებს
გახადოს სრულფასოვანი ჩიპსეტის ინტეგრირებული ფუნქციები. ასე რომ , თუ
ინტეგრირებული ფუნქციის გაუმჯობესება გსურდათ, (მაგალითად სტანდარტულ აუდიო
ჩიპსეტზე Dolby Digital Surround [3] -სისტმის დამატება), CNR ამაღლებული კარტის (raiser)
დამატებით შეგეძლოთ ინტეგრირებული ფუნქციის გაუმჯობესება.
დამატებითი უპირატესობა CNR გაფართოების სლოტის AMR- თან შედარებით არის ის
რომ , CNR გაფართოების სლოტს აქვს ქსელის მხარდაჭერა, Plug and Play შესაძლებლობები,
აპარატული დაჩქარების მხარდაჭერა. ანუ ხდება PCI სლოტის გამოუყენებლობა, როდესაც
CNR სლოტია გამოყენებული.
Download