Загрузил Софья София

ბლოკი დავალება

реклама
ქეთევან ქარსანიშვილი
მარკ ბლოკი
“ისტორიის აპოლოგია”
მარკ ბლოკი დაიბადა 1886 წელს, ლიონში.ის არის ებრაული წარმოშობის ფრანგი
ისტორიკოსი და 1929 წელს, ლუსიენ ფევრთან ერთად ჟურნალ “ეკონომიკური და
სოციალური
ანალური
ისტორიის
სკოლა,
ანალების”
რომელმაც
მეთოდოლოგიაში.1944
წელს
დამფუძნებელი.
დიდი
გადატრიალება
ბლოკი
გერმანელებმა
მათივე
დაარსებულია
მოახდინა
ტყვედ
ისტორიის
შეიპყრეს
და
დახვრიტეს. მანამდე კი, 1941-42 წლებში მან იატაკქვეშეთში მუშაობისას დაწერა
თავისი ერთ-ერთი საუკეთესო ნაშრომი “ისტორიის აპოლოგია”.
მარკ ბლოკი თავის ნაშრომში გვესაუბრება ისტორიის
არსის შესახებ,
იტორიული კვლევების მეთოდების შემუშავებისას ბლოკი ცდილობს გადაჭრას
ნაშრომში დასმულ კითხვათგან ერთ-ერთი, რომელიც გაგვაგებინებს, თუ რა არის
ისტორია-თავშესაქცევი საქმიანობა თუ ლეგიტიმური სამეცნიერო დისციპლინა.
ავტორი
გვაჩვენებს
ჩვენს
ცხოვრებას,რომელიც
მთლიანად
და
სავსებით
გაჯერებულია ისტორიით. იგი ამბობს, რომ რელიგია-ისტორიაა, კულტურა,
პოლიტიკა, ესეც ისტორიაა.ისტორია ადამიანის ნამოქმედარის სანახაობაა და ის
იწერება ადამიანისთვის.ადამიანი ბლოკის აზრით, თავისი დროის პროდუქტია.არ
შეიძლება ადამიანებს ერთი და იგივე მეთოდებით მიუდგეთ, თუ ერთნი
დაბადებულნი არიან ანტიკურ ხანაში, ხოლო მეორენი-ახალ დროში.ამიტომაც,
მეცნიერმა
იმისათვის,
რომ
თავი
აარიდოს
კვლევების
არაკორექტულად
წარმართვას, საკვლევი სუბიექტი უნდა შეისწავლოს არა თავისი მოსაზრების
მიხედვით, არამედ იმ დროის ადამიანის თვალით დაინახოს,რა დროშიც სუბიექტი
მოღვაწეობდა.
ბლოკი ლეგიტიმურ მეცნიერებად თვლის ისეთი მოვლენების
ერთობლიობას, რომელთაც შუძლიათ დაამყარონ ერთმანეთთან ლოგიკური
კავშირები და არ იყოს უბრალოდ ჩამონათვალი ერთმანეთთან არაფრით
დაკავშირებული
მოქმედებებისა.ამ
თეზისით
ის
ისტორიის
პოზიტიური
კონცეფციის ანტაგონისტად გვევლინება.
“არაერთხელ უთქვამთ:”ისტორია წარსულის მეცნიერებაა”.ეს, ჩემი აზრით,
ცუდი ნათქვამია”.(ბლოკი 2018,162). ბლოკი ამბობს, რომ ისტორიკოსისათვის
ძალზედ რთულია ქაოტურ გარემოში ამოირჩიოს თავისი შემოქმედების ველი. მისი
აზრით, ისტორია არ არის მეცნიერება წარსულის შესახებ,
რასაც საერთოდ
აბსურდულად თვლის, არამედ ის არის მეცნიერება, რომელიც დაკავშირებულია
წარსულთან, მასში ადამიანის აუცილებელი მყოფობითა და მონაწილეობით.
ბლოკი განიხილავს ორი სხვადასხვა ტიპის ისტორიკოსებს:ერთნი, რომლებიც
სწავლობენ პარალელების გავლებას და ფაქტების დაკავშირებას წარსულსა და
აწმყოს შორის. მეორენი კი, პირიქით, მართებულად მიიჩნევენ, რომ ისტორიული
კვლევებისათვის აწმყო სავსებით საკმარისია.მათ მიაჩნიათ, რომ მეტ-ნაკლებად
შორეული
პერიოდების
ისტორია
მხოლოდ
გონებისათვის
თავშესაქცევი
საქმიანობაა. ბლოკს მიაჩნია, რომ წარსულის არცოდნა არამარტო ვნებს აწმყოს
შეცნობას, არამედ საფრთხის ქვეშ აყენებს აწმყოში მოქმედების მცდელობას.
ამიტომაც, ისტორია როგორც მეცნიერება, შეისწავლის ადამიანებს დროში და არის
ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.
ბლოკს თავის ნაშრომში შემოაქვს “სათავეების კერპის”(მარკ ბლოკი, 166)
ცნება. მისი აზრით,თუ “სათავეებში”ვიგულისხმებთ რაიმეს დასაწყისს, მაშინ
ისტორიაში ძალიან ძნელია ვიპოვოთ საწყისი ათვლის წერტილი.ამიტომაც, ამას
ჭეშმარიტებად ვერ მივიჩნევთ.თუმცა ვერც იმას მივიჩნევთ სწორად, რომ სათავეები
აღვიქვათ
როგორც
პრობლემები,რომლებიც
მიზეზები.რადგანაც
მახასიათებელია
ამ
დროს
კაზუალური
წარმოიშვება
კვლევებისათვის.
ამიტომაც, ბლოკი მივიდა იმ აზრამდე, რომ საჭიროა ორივე ფორმულირების შერევა
და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. მას მიაჩნია, რომ არ ღირს წარსულის მიღწევებზე
ჩაციკვლა და სათავეების წინააღმდეგ დებს იმ სიმართლეს,რისკენაც მიისწრაფვის
თითოეული ისტორიკოსი. ბლოკი ამტკიცებს, რომ თუ არ ვიცით წარსულის
სათავეები, ხანდახან ძალზედ შორეულიც კი, ვერ გავიგებთ თანამედროვეობაში
მომხდარის არსს.თუმცა, აწმყოს პროცესების გაგების გარეშე, ვერ შევძლებთ
წარსულის გაგებას.ბლოკი ხაზგასმით ამბობს რომ ერთმანეთში არ უნდა აურიოთ
წარსულის ელემენტები და საკუთარი გამოცდილება.ეს “არევა” უნდა შევცვალოთ
ცნობიერი კონტროლირებადი დაკვირვებით. ბლოკის აზრით, ისტორია არის
ფართო და მრავალფეროვანი გამოცდილება ადამიანებისა, ერთმანეთის შეხვედრა
საუკუნეებში.
ბლოკი თვლის, რომ ისტორიის შესწავლა მის კვალდაკვალ უნდა მოხდეს,
რათა გავიგოთ ადამიანების ცხოვრების ფაქტები წარსულსა და აწმყოში და ეს
კეთილსინდისიერად
უნდა
აღწეროს
ისტორიკოსმა
თავის
ნაშრომებში,
ყოველგვარი დამახინჯების გარეშე. “ ერთი სიტყვით, ისტორიული ფენომენის
სრული ახსნა არასოდეს ხდება იმ მომენტის შესწავლის გარეშე, რომელშიაც მას
ადგილი ჰქონდა.ეს მართებულია როგორც ჩვენი, ასევე სხვების ცხოვრების
ევოლუციის ყველა ეტაპისათვის” ( ბლოკი 2018,170).
ბიბლიოგრაფია
ბლოკი,მარკ. “ისტორიის აპოლოგია”, წიგნში შესავალი თნამედროვე აზროვნებაში
162,166. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018.
Скачать